მე არ ვიბრძვი მეორე ადგილისთვის, მე ვიბრძვი გამარჯვებისთვის - ალეკო ელისაშვილი

13:55 10-02-2017
148

,,მე არ ვიბრძვი მეორე ადგილისთვის და ოპოზიცია მებრძვის მე მეორე ადგილზე გასასვლელად, რაც არასერიოზულია", -ასე გამოეხმაურა თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური პარტიის კრიტიკას, რომელიც ელისაშვილის მიერ საკრებულოს დატოვებას მოჰყვა.  მერობის კანდიდატის თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია თბილისის მერის არჩევნებში მეორე ადგილის დასაკავებლად იბრძვის, მისგან განსხვავებით. 

"ჩემი ეს ნაბიჯი და განცხადება არის რეაქცია მომხდარ მოვლენაზე. ოპოზიციის საყვედური ჩემთვის ცოტა არ იყოს და გაუგებარია, მე მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, ოპოზიციონერებს, რომლებიც მაკრიტიკებენ. მე მესმის, რომ ყველა ოპოზიციონერი და ყველა ოპოზიციური პარტია თბილისში იბრძვის მეორე ადგილისთვის. მე მეორე ადგილისთვის არ ვიბრძვი, გამარჯვებისთვის ვიბრძვი. შესაბამისად, ჩემ წინააღმდეგ დარაზმვა მიმაჩნია, რომ არასერიოზულია, პირიქით ისინი ახლა მე უნდა დამიდგნენ მხარში, რომ ვაჩვენოთ, რომ ქართული ოცნება რჩება საკრებულოში მარტო და რჩება ერთი კაცის მომსახურე ბიუროდ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.