რამდენად ხშირად დადიხართ საშოპინგოდ ? ადამიანების ცხოვრებაში ახალი ნივთების შეძენას განსაკუთრებული ადგილი უკავია. შოპინგი მოწყენილობისგან თავის დასაღწევად საუკეთესო თერაპიაა, მეგობრებთან ერთად საყიდლებზე სიარული კი გართობის ერთერთი საშუალებაა.
თუ მეცნიერებს დავუჯერებთ ხშირი შოპინგი ადამიანების განწყობაზე კარგად მოქმედებს, ახალი ნივთების თუ აქსესუარის შეძენა დადებითი ემოციებით გმუხტავთ, რაც გავლენას ახდენს თქვენი ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ახალი ნივთის შეძენის სურვილი იმდენად დიდია, რომ შეიძლება ისეთი ნივთების შეძენის სურვილი გაგიჩნდეთ, რომელიც არ გჭირდებათ ან არ გაქვთ საკმარისი თანხა.
ბოლო დროს საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს ონლაინ შოპინგი. მომხმარებელთა უმრავლესობა მიიჩნევს რომ ნივთების ინტერნეტიდან გამოწერა გაცილებით მარტივია. თუმცა, ონლაინ შოპინგს უარყოფითი მხარეებიც აქვს: თქვენ ნახულობთ ნივთს მხოლოდ ინტერნეტში და არა რეალურად, ჩამოტანის პროცესი დიდხანს იწელება , ნივთის ხარისხი საეჭვოა. ამის გათვალისწინებით, შოპინგისთვის იდეალური ვარიანტია ესტუმროთ სავაჭრო ცენტრს.
თბილისი მოლი ამიერკავკასიაში ერთერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრია, სადაც ყველანაირი გემოვნების ადამიანი დადის საშოპინგოდ. მოლს სტუმრები მეზობელი ქვეყნებიდანაც (სომხეთი, აზერბაიჯანი) მრავლად ყავს. თუ თქვენ გიყვართ შოპინგი აქ ნამდვილად არ მოიწყენთ.
მოლის შენობა ოთხ სართულზეა განლაგებული. სავაჭრო ცენტრი გამოირჩევა მოხერხებული ადგილმდებარეობით, აქვეა პარკინგი თქვენი ავტომობილისთვის (2 700 უფასო ადგილი). რაც მთავარია, აქ ფუნქციონირებს 150 მდე ობიექტი. მოლში წარმოდგენილია საეთაშორისო ბრენდებისა და მათი ქსელების ფართო არჩევანი: ზარა, ბატა, ვაიკიკი, ლევისი, ვრანგლერი, კოტონი, ავთანდილი და ა.შ.
თუ თქვენ დაგეგმეთ მეგობრებთან ერთად შოპინგი, თბილისი მოლი ზუსტად ის ადგილია, სადაც თქვენი სურვილები მაქსიმალურად იქნება დაკმაყოფილებული. გარდა შოპინგისა, მოლში არის კვებისა და გართობის ობიექტები, რაც საშუალებას მოგცემთ აქ გატარებული ყოველი წუთი საინტერესო და დაუვიწყარი გახადოთ.
გაითვალისწინეთ, რომ სავაჭრო ცენტრი მუშაობს ყოველდღიურად დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე.