"ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარმა კანდიდატმა ვატო შაქარიშვილმა თოქშოუ "არჩევანში" განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიასთან გაამრთულ აქციაზე საკუთარ თავზე ნაიარევს ეძებდა, სასაცილოა.
"მინდა გაგახსენოთ ხაბეიშვილი "ფეისბუქ" სტატუსი 26 მაისის სასტიკ დარბევაზე. პარლამენტის ტერიტორიიდან ნაგავი გაიტანეს ამ ოპოზიციონერების სახით. ეს არის ლევან ხაბეიშვილის სახე. და მიხეილ ამაშუკელი, რომელიც გასისხლულია 26 მაისის აქციაზე, ჩვენი კანდიდატი, ეს არის ჩვენი სახე. ვიზე ლაპარაკობთ, ბიძინა ივანიშვილზე? საბედნიეროდ, სინამდვილეს ვეღარ აკონტროლებთ. ჯორჯ ორუელის 1984 არ გამოგივიდათ. რიყის მოედანი გაყიდეთ 7 მილიონად დ ასახელმწიფოს აყიდინეთ 70 მილიონად", - განაცხადა შაქარიშვილმა.