"ნაციონალური მოძრაობისგან" მტრის ხატს ხატავთ - სამნიძე ჯიშკარიანს

00:31 10-03-2017
134

„180 ფაქტი იყო, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, ერთ ლარად ქონების გადაცემის ფაქტის,“  -ეს განცხადება  "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ჯაბა ჯიშკარიანმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ნოდარ მელაძის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის დედაქალაქის მთავარ მოედანზე ათას 900 კვ.მ. ტერიტორიის გადაცემის გადაწყვეტილებით დაინტერესდა.

„ეს იყო საინვესტიციო წინადადება, სადაც მოთხოვნილი იქნა ზონის ცვლილება და ჩვენ ამას დავუჭირეთ მხარი. თქვენი მთავარი მცდელობა არის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეთ, თითქოს იმ დღეს ხდებოდა ერთ ლარად გასხვისება ამ ქონების,“ - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

ჯიშკარიანის ამ განცხადებას  „რესპუბლიკური პარტიის" სიის პირველმა ნომერმა ხათუნა სამნიძემ უპასუხა, რასაც სტუდიაში მცირე კამათი მოჰყვა. 

„ნარმანიას ეშინია ადამიანებთან საუბარი. ეს არის უბედურება, რომელიც სჭირს დღეს ადგილობრივ ხელისუფლებას,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ერთ ლარად ბიძინა ივანიშვილისთვის ქონების გადაცემას ეწინააღმდეგება.

ჯაბა ჯიშიაკრიანმა ხათუნა სამნიძეს მიმართა და მან "ნაციონალურ მოძრაობასთან" უნისონში ყოფნაზე მიანიშნა. 

„თქვენი განცხადებით, ქალბატონო ხათუნა, კიდევ ერთხელ ეუბნებით საზოგადოებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოდიხართ უნისონში.“

რის საპასუხოდაც ხათუნა სამნიძემ ჯიშკარიანს განუცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" ის მტრის ხატს ხატავს." 

ავტორი: ლილუ მიროტაძე