"მიუქსია და დააგლეჯინა, მკვდარი ფისო გადაისროლა სკოლის ეზოში..."- შემთხვევა ვარკეთილში

16:52 10-03-2017
1594
თეგები: პიტბული

სოციალური ქსელის მომხმარებელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვარკეთილში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით წერს, რომლის დროსაც ახალგაზრდა ბიჭმა საკუთარ ძაღლს ეზოს კატა დააგლეჯინა. 

"ვარკეთილში, 105-ე სკოლასთან ვიღაც ბიჭი ასეირნებდა პიტბულს, დაინახა ეზოს კატა, მიუქსია და დააგლეჯინა. თან მკვდარი ფისო გადაისროლა სკოლის ეზოში, ბავშვების თვალწინ!!! პატრული გამოიძახეს, მაგრამ რომ ელაპარაკებოდნენ იდგა და უსირცხვილოდ იცინოდა :( :( :( :( არ შეიძლება ასე რა, არ შეიძლება"
ეს ადამიანი თურმე სულ ასე აკვლევინებს მაგ ადგილას კატებს და შეიძლება ასე გაგრძელდეს?ეს ხომ მონსტრია ჩვეულებრივი და არა ადამიანი", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.