რუსეთის პარლამენტის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, მოსკოვის დუმაში შეხვედრისას, რუსმა და "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატებმა ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც კალაშნიკოვმა "რია ნოვოსტის" განუცხადა, საუბარი შეეხო აფხაზეთის გავლით რკინიგზის ფუნქციონირებას, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხაზით კონტაქტების დამყარებას და წინაპართა საფლავების მონახულებას.
მისი თქმით, რატომღაც საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უარის თქმა გადაწყვიტა ხანძრების დროს რუსეთის დახმარებაზე, მაგრამ რუსეთში „ბორჯომის“ შეტანაზე ისინი უარს არ ამბობენ.
"ნუთუ მათ საკუთარი ტყე არ ეცოდებათ? რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და ანალოგიური ქართული სამსახურს შორის კონტაქტები დიალოგის, სპეციალური არხის ან პროტოკოლის მეშვეობით უნდა ხორციელდებოდეს“, - აღნიშნა კალაშნიკოვმა.
ბოლო სამი თვის მანძილზე ეს „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში მეორე ვიზიტია. მათი ვიზიტი ხუთი დღე გაგრძელდება.