ქალბატონი შორენას ჩვენება რომ მოვისმინე, ამან გარკვეული სიმშვიდე შემომიტანა, თითქოს უკვე ყველაფერი გარკვეულია - ამის შესახებ დედა სიდონიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისი თქმით, შორენა თეთრუაშვილმა დეტალურად თქვა და ახსნა იქ რა და როგორ მოხდა, ახლა კი არის უკვე ის ეტაპი, როდესაც საპატრიარქომ, საზოგადოებამ ამ კრიზისიდან გამოსვლის გზები მოვნახოთ.
"იქ იყო რამდენიმე სასულიერო პირის პრობლემები, არა საქმესთან დაკავშირებული, არამედ წყენასთან და პირად განწყობასთან. მეუფე იაკობი განაწყენდაო. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ერთი რამ, როცა ქალბატონი შორენა იწყებდა საუბარს "მე ვემორჩილები უწმინდესს" და უცბად ისეთი შეუთავსებლობა იყო, შემდეგ ამბობს, რომ უწმინდესმა სასოფლო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა მამა გიორგი და უხერხულობა რომ არ ყოფილიყო იქ დანიშნულ პიროვნებასთან, მან შესთავაზა ალტერნატიული ვაკანსია - ქონების მართვის დეპარტამენტი. ანუ, უწმინდესს სთავაზობს, აცვლევინებს... თუ ასეთი ავტორიტეტია ჩვენთვის უწმინდესი, თუ ასე ვენდობით, მაშინ ნუ შევაცვლევინებთ, მივყვეთ ისე, როგორც იტყვის, იქნებ უკეთესად ყოფილიყო საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა",- აცხადებს დედა სიდონია.