ადვოკატი არ გამორიცხაცს, რომ ჩანაწერები საპატრიარქოდან გავრცელდა

12:26 10-04-2017
193

ციანიდის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ მედიაში დახურული სხდომის ჩანაწერები საპატრიარქოდან გავრცელდა. 

გამოკითხვაზე შესვლამდე ადვოკატმა მიანიშნა იმ პირებზე, რომლებიც საპატრიარქოსთან და ძალოვან უწყებებთან დაახლოებულები არიან. მათ შორის დაასახელა მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძეც.

"ძალიან ბევრი შუამავალი იყო გამოყენებული. არ გამოვრიცხავ, რომ საპატრიარქოს გარკვეულ პირებსაც მიუწვდებოდეთ ხელი ხანაწერებზე. ეს არ არის გამორიცხული, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ძალიან შეხმატკბილებულად მოქმედებენ ბრალდების და გარკვეული პირები საპატრიარქოდან. არიან აგრეთვე საპატრიარქოს მეგობრები შორენა თეთრუაშვილის, რომლებიც წინასწარ ასაჯაროვებდნენ გარკვეულ მოვლენებს და ასევე ოქროს მოწმე, რომელიც მჭიდრო კავშირშია ძალოვან უწყებებთან", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავცელებული ციანიდის საქმის სხდომის ჩანაწერების გავრცელების შესახებ გამოძიება დაიწყო პროკურატურამ. გამოკითხვაზე დაბარებულია ციანიდის საქმის სამი ადვოკატი: მიხეილ რამიშვილი, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე.
მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში უკვე მივიდა, გიორგი ფანცულაიას კი სავარაუდოდ ხვალ დაკითხავენ.

სალომე ჩადუნელი