მიხეილ რამიშვილმა პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა

12:45 10-04-2017
146

ციანიდის საქმის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საქალაქო პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. მან ჩვენება არ მისცა და მოითხოვა სასამართლო წესით დაკითხვა. 

რამიშვილმა პროკურატურა უკვე დატოვა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, დეკანოზის სხვა ადვოკატებიც მოითხოვენ, რომ სასამართლო წესით დაიკითხონ. რამიშვილის თქმით, მისი ინფორმაციით, დახურული პროცესიდან ჩანაწერების გასაჯაროების საქმეზე ციანიდის საქმის ყველა მხარე გამოიკითხება.

"კითხვები ეხებოდა თუ რამდენად მქონდა შეხება გასაჯაროებულ ჩვენებებთან, მე ძალიან კონკრეტულად და მოკლედ ვუთხარი, რომ ყველა ამ შეკითხვაზე პასუხს გავცემ მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით. კითხვების არეალი ეხება თუ ვის შეეძლო აღნიშნული ინფორმაციები მიეწოდებინა ტელევიზიებისთვის და ვინ შეიძლება ყოფილიყო წყარო”, - განაცხადა რამიშვილმა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ პროკურატურას არ ენდობა. 

“რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული ჭეშმარიტების დადგენაში, უკეთესია. პროკურატურისგან პასუხი მივიღე, რომ აბსოლუტურად ყველა დაიკითხება. როგორც პროკურორები, ასევე ჟურნალისტები და ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე შემხებლობა შეიძლება ჰქონდეს ამ საქმესთან”, - განაცხადა რამიშვილმა.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ჩანაწერების გასაჯაროების საქმეზე ხვალ ადვოაკტები გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე გამოიკითხებიამ~ნ.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე