ე.წ ციანიდის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმე ირაკლი მამალაძე ტელეკომპანიებს მოუწედებს გამოვიდნენ და თქვან ვინ გადასცა მათ დახურული სხომის ჩანაწერები. ამის შესახებ მამალაძემ "პრაიმტაიმს" განუცხდა და აღნიშნა, რომ ჩანაწერის გამოთხოვის უფლება მხოლოდ და მხოლოდ დაცვის მხარეს და პროკურატურას აქვს.
"როგორ, სასამართლოდან მე გამოვითხოვე ჩანაწერები? სასამართლომ ერთ-ერთ მოწმეს მე მომცა ჩანაწერები? დაზარალებულსაც, კი არ აქვს მგონი საქმის მასალები გამოითხოვოს. ეს იცით რომელი ბრალდება აი, იარაღი რომ მიუტანე ისეთივე სიმართლეა, რასაც ახლა მიხეილ რამიშვილი ამბობს. ეს არის სრული უზნეობა, არაკაცობა და მეტი რა უნდა ვთქვა. მიხეილ რამიშვილი ამ საქმეში ჩართვის დღიდან ცოდავს და მას უკან დასახევი გზა არ აქვს.
რას ნიშნავს მე გავავრცელე? სასამართლომ მე გადმომცაა შორენა თეთრუაშვილის ჩანაწერი? ეს არის სასამართლოს ჩანაწერი და მისი გამოთხოვის უფლება მხოლოდ და მხოლოდ დაცვის მხარეს და პროკურატურას აქვს. ამ შემთხვევაში მე რა შუაში ვარ? არ რცხვენია ამას რომ ამბობს? მივმართავ ჟურნალისტებს და იმ არხებს, ტელეკომპანიებს ვისაც მიხეილ რამიშვილმა ეს ჩანაწერები გადასცა, დაფიქრდნენ და გაანალიზონ ეს განცხადება თუ როგორ ურცხვად მიშვერენ თითს. მე მივიტანე რუსთავი 2-ში და პირველში? გამოვიდნენ ახლა ეს ტელეკომპანიები და თქვან ვინ გადასცა მათ ჩანაწერი. ახლა გამოჩნდება მათი სიმართლე და მიდგომა ამ საქმის მიმართ. როგორ ცრუობდნენ და აგრძელებენ ასე სამარცხვინოდ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენონ და დასწამონ ყოველგვარი ცილი.
ყველას აბრალებს და ტელევიზიებმა არ იცის ვინ გადასცა ეს ფირები? აქამდე იძახდნენ ციანიდი როგორ ვერ იპოვესო და ახლა "ფლეშკით" ვინ დარბოდა ის გაარკვიონ. ციანიდი გაცილებით მომცრო ზომისა, ვიდრე ფლეშკა, რომლითაც დარბოდნენ და აწვდიდნენ ამ ტელევიზიებს ინფორმაციას. რაღაცის გადაცემას და გადმოცემას არ სჭირდება დიდი მიყურადება და თვალთვალი. ამას აკეთებდა რამიშვილი და აწვდიდა ტელევიზიებს ამ ინფორმაციას.
მე მივმართავ, იმ ჟურნალისტებმა საკუთარ თავებს შეხედონ, რამიშვილი მე რომ მაბრალებს თითქოს მე გადავეცი ეს ჩანაწერები. ამაზე მეტი ცინიზმი და შეურაცხყოფა, არ ვიცი მე რას ნიშანვს და ვერ გეტყვით. იმ ჟურნალისტებმა და იმ ტელევიზიებმა არ იციან ვინ მიიტანა ფირი, თუ არ ჩანს და არ არსებობს ეს ყველაფერი. არ ვიცი, მათ სინდისზე იყოს. ყველა იმ ადამიანის სინდისზე იყოს ვინც ამას დაიჯერებს. განსაკუთრებით, იმ ტელევიზიებზე , რომლებსაც მან მიაწოდა ეს ფირი. მათი ხელმძღვანელების სინდისზე იყოს რამიშვილის ურცხვი განცხადება" - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
შეგახსებთ, რომ მედიაში გავცელებული ციანიდის საქმის სხდომის ჩანაწერების გავრცელების შესახებ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე შესვლამდე ადვოკატმა მიანიშნა იმ პირებზე, რომლებიც საპატრიარქოსთან და ძალოვან უწყებებთან დაახლოებულები არიან. მათ შორის დაასახელა მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძეც.