ციანიდის საქმის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, სიმართლე დაცვის მხარესაა. ის იმედს იტოვებს, რომ სააპელაციო სასამართლოში ბრალდებული დეკანოზი გამართლდება.
,,ყველა ის მოწმე, რომელიც დაიკითხა, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გამოიკვლიეს, აშკარად მიუთითებს, რომ არ დასტურდება წაყენებული ბრალი, რომელიც განაჩენის სახით ასახა. თუ ანგარება იყო აბსურდული და ამ აბსურდში შეგეძლო დაგენახა ლოგიკა, შურისძიების მოტივში აბსურდსა და ლოგიკასაც ვერ ვხედავთ. წელიწადნახევრის წინ რომ დეკანო გიორგი მამალაძის თანამდებობრივი გადაადგილევა მოხდა ოდესღაც, რომელიც მერე გაახსენდა და დაგეგმეს შურისძიებით მკვლელობა. ეს არის აბსურდი. იმედს ვიტოვებთ, სააპელაციი სასამართლოში სამი მოსამართლიდან ორი მაინც არ იქნება ბესიკ ბუგიანიშვილი და თავიდან ბოლომდე გამართლდება დეკანოზი მკვლელობის მომზადების ნაწილში", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
დეკანოზის ადვოკატებმა დღეს სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბესიკ ბუგიანაშვილის განაჩენი, რის მიხედვითაც დეკანოზს 9 წელი მიესაჯა, გაასაჩივრეს.