ციანიდის საქმის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ის გამოკითხვაზე სავარაუდოდ ხვალ მივა, თუმცა მიხეილ რამიშვილის მსგავსად სასამართლო წესით, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას მოითხოვს.
,, როცა დახურული პროცესიდან გამოვდიოდით, ბრალდების მხარე ამბობდა ერთს და ჩვენ მეორეს და საზოგადოება ვერ იგებდა სიმართლეს. როცა ეს ინფორმაცია გაჟღერდა პროკურატურას არარსებული ბრალი თავზე ჩამოექცა. პროკურორები ცრუპენტელობდნენ და იტყუებოდნენ. ამ ფონზე პროკურატურას უნდა განტევების ვაცი ეძებოს და დაიწყო ეს საქმე. ჩვენ პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩვენ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაგვიდენია. ჯარჯი წიკლაურია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისაცემი. თუ სწორად განხორციელდება გამოძიება ჩვენ მივცემთ ჩვენებას",- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
სალომე ჩადუნელი