ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობას გაურბიან - წყვილის გამორჩეული ჩაცმის სტილი

17:00 10-04-2017
317

ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ, ბოლო დროს, საზოგადოებაში იშვიათად  ჩნდებიან.  მიზეზი, სავარაუდოდ,  ჯენიფერის ფეხმძიმობის შესახებ, გავრცელებული ინფორმაციაა, რომალიც მსახიობმა არ დაადასტურა.ამის გამო, წყვილი, საზოგადოებასთან და პრესასთან კონტაქტს გაურბის და საიდუმლო შეხვედრებს აწყობს. 

ჟურნალ "ELLE"- წყაროს ცნობით, რამდენიმე დღის წინ, წყვილი, ნიუ-იორკის ერთ-ერთ მოდურ რესტორანში შენიშნეს,  ჯენიფერი, ლურჯ ჯინსის შარვალში და შავ სვიტერში იყო გამოწყობილი, გარეგნობის დასამალად, კი "შლიაპა" და ზურგჩანთა გამოიყენა.  ჯასტინმა, კი ქუდი და მზისდამცავი სათვალე არჩია. 

მიუხედავად იმისა, რომ, წყვილი რეპორტიორებთან კონტაქტს გაურბის, საკმაოდ მხიარულად და ბედნიერად გამოიყურება. 

იხ.ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე