თბილისის პროკურატურაში დღეს ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატი გიორგი ფანცულაიაა დაბარებული. საქმე ეხება მასმედიის საშუალებებში სასამართლო პროცესებზე მიცემული ჩვენებების მასმედიის საშუალებით გავრცელებას.
გიორგი ფანცულაია სოციალურ ქსელში წერს, ის პროკურატურაში 13:00 საათზე უნდა მივიდეს.
გუშინ, პროკურატურაში მივიდა ციანიდის საქმის კიდევ ერთი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. მან გამოკითხვა მალევე დატოვა და სასამართლო წესით, მაგისტრ მოსამართლესთან თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა.
ციანიდის საქმის ადვოკატი გიორგი ფანცულაია პროკურატურაშია დაბარებული
