"რა ბედნიერებაა თეატრი, ამისთვის მართლაც ღირს ცხოვრება" - მარინა ჯანაშია მძიმე ავადმყოფობის შემდეგ სცენას დაუბრუნდა

12:48 10-05-2017
3257

საქართველოს დამსახურებული არტისტი, მარინა ჯანაშია, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, შ. რუსთაველის სახელობის თეატრის სცენას დაუბრუნდა.

„რა ბედნიერებაა თეატრი, რა ბედნიერებაა ამდენი ხნის პერიპეტიის შემდეგ დაბრუნება.. ასეთი დიდი სიყვარულის საბურველში გახვევა. ამისთვის მართლაც ღირს ცხოვრება.
მაშინაც კი, როდესაც აღარაფრის იმედი იყო, ჩემი გონება თეატრში ტრიალებდა.“ - წერს მარინა ჯანაშია.

ავტორი: რუსა ღვანიძე