მაკა ჩიჩუამ საბავშვო ბაღის მე -2 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი მოინახულა

09:51 10-06-2017
892
თეგები: მაკა ჩიჩუა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა  "მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის" ბავშვთა განყოფილებას ეწვიადა დაშავებული ბავშვი მოინახულა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაკა ჩიჩუას კლინიკაში გენერალურმა დირექტორმა პროფესორმა გოჩა ინგოროყვამ უმასპინძლა და ბავშვის ჯანმრთელობისმდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ინგოროყვას კლინიკის ბავშვთა განყოფილებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთაიმისთვის, რომ საკმაოდ ტრავმული  ბავშვი გამოიყვანა მდგომარეობიდან. მინდა, რომ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ ყველანი, რომ ისეთ სახელმწიფო დაწესებულებებში, როგორიც არისსაბავშვო ბაღი, ნაკლებად ხდებოდეს ასეთი სრულიად გაუთვალისწინებელი შემთხვევები და ბავშვი ასე მარტივად არვარდებოდეს ფანჯრიდან",- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

პირველი ლედი ბავშვის დედას  და მკურნალ პედიატრსაც გაესაუბრა. როგორც პედიატრმა აღნიშნა, მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე დღეში მისი სახლში გაწერა იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ლილუ მიროტაძე