"ეს არის აბსოლუტური სიბეცე, რომ შეიძლება საპატრიარქოდან გასულიყო მასალა," - ასე პასუხობს პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი, გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციამ საპატრიარქოდან გაჟონა.
"საიდან შეიძლება საპატრიარქოს ჰქონოდა ეს ინფორმაცია. ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენდით, ჩვენ არ გვქონდა უფლება მოგვეთხოვა მასალები, შესაბამისად არც მოგვითხოვია. მოვრჩეთ ამ თემებზე საუბარს, განაჩენი გამოტანილია, ვინც არ ეგუება ამ განაჩენს, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ მივიღეთ შედეგი ის, რაც დადგა, აქედან გამომდინარე ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს უნდობლობა გამოვუცხადოთ იმ შედეგს, რაც დადგა", - აცხადებს მიქაელ ბოტკოველი.
მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამ საქმესთან დაკავშირებით დეკანოზის ადვოკატები დაიკიათხნენ.