თურქი არქეოლოგები ირწმუნებიან, რომ ქალაქ დემრეში, წმ. ნიკოლოზ საკვირველმოქმედის საფლავი აღმოაჩინეს. დასავლეთის ქვეყვებში, მას წმ. ნიკოლოზად, ზოგჯერ კი სანტა კლაუსად მოიხსენიებენ.
"BBC"-ის წყაროს ინფორმაციით, თურქი სპეციალისტები ასევე ამტკიცებენ, რომ იტალიის ქალაქ ბარიში დაცული წმინდანის ნაწილები, რომელიც თავის დროზე, ვენეციელმა ვაჭრებმა ჩაიტანეს, სინამდვილეში, სხვა სასულიერო პირს ეკუთვნის.
თურქი მეცნიერები აცხადებენ, რომ წმ. ნიკოლოზის საფლავი, ანტალიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პოვინციაში, ქალაქ დემრეში აღმოაჩინეს. არქეოლოგების ინფორმაციით, წმ. ნიკოლოზი, დემრეში, მეოთხე საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
ბოლო 20 წელია, რაც ტაძრის ტერიტორიაზე, .არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. არქეოლოგებმა, სპეციალური მოწყობილობების დახმარებით, მიწის ქვეშ საფლავს მიაგნეს და ამტკიცებენ, რომ სწორედ აქ უნდა ინახებოდეს წმინდანის ნაწილები.
ერთ-ერთი ჰიპოტეზის თანახმად, 343 წელს, წმინდა ნიკოლოზი, ქალაქ დემრეს, ერთ-ერთ ეკლესიაში დაკრძალეს. მე-11 საუკუნეში კი,1087 წელს, იტალიელმა ვაჭრებმა, უკანონოდ გადაიტანეს წმინდა ნიკოლოზის ნეშტი, ქალაქ ბარიში (იტალია). თუმცა თურქი არქეოლიგები ვარაუდობენ, რომ იმ დროს მოხდა ნეშტის ჩანაცვლება, უცნობი სასულიერი პირის ნეშტით და ამის შესახებ, ვაჭრებმა, ვერაფერი გაიგეს. ასე რომ, წმინდა ნიკოლოზის ნამდვილი ნეშტი, სწორედ დემრეშია, ამტკიცებენ თურქი არქეოლოგები.
მეცნიერების მტკიცებით, წმ. ნიკოლოზის რამდენიმე წმინდა ნაწილი, ბარიში დარჩა, რომელიც მოგვიანებით ვენეციელებმა წააბრძანეს, ამჟამად, ეს ნაწილები, ვენეციაში, კუნძულ ლიდოზე, წმ. ნიკოლოზის სახელობის, კათოლიკურ ეკლესიაშია დაბრძანებული.
მეცნიერები, ამ დრომდე თვლიდნენ, რომ წმ. ნიკოლოზის წმ. ნაწილები, იტალიის ქალაბ ბარიში ინახებოდა.
გათხრებში მონაწილე მეცნიერები აცხადებენ, რომ საფლავი საკმაოდ რთულად მისადგომია, რადგან მოზაიკითაა დაფარული და მის დაშლას დიდი დრო დასჭირდება.
ანტალიის ოლქის ქალაქ დემრეში, რადარებით სკანირება ჩაუტარდა, ერთ-ერთი უძველესი ტაძრის ნანგრევებს, რის შედეგად, იატაკის ქვეშ, აღმოჩენილ იქნა “სიცარიელე”.
თურქი არქეოლოგები თვლიან, რომ სწორედ აქ არის წმინდა ნიკოლოზის სამარხი. იატაკის დემონტაჟი ჯერ არ იგეგმება, რადგან იგი, უძველესი მოზაიკით არის დაფარული და შესაძლებელია განადგურდეს.
2017 წლის მაისში, 930 წლის შემდეგ, წმ. ნაწილები, ბარიდან რუსეთში გადააბრძანეს, სადაც მრევლმა ტაძარში დაბრძანებული, მისი წმ. ნაწილები მოილოცა.
თურქული გაზეთი "Хюрриет"-ის წყაროს ცნობით, ანტალიის გეოდეზიის და ძეგლთა დაცვის წამყვანი მეცნიერი, ჯემილ კარაბაირამი წერს, რომ ექსპერტების განმარტებით, ბარიში, ნაპოვნია ძველი ხელნაწერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ, წმ. ნაწილები, სხვა სასულიერო პირს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე), ქრისტეს შობიდან, 257 წელს.დაიბადა. წმიდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა.
მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა, ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა, 345-351 წლებში, მისი მირონმდინერე წმიდა ნაწილები, ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს, ეს სიწმინდე, იტალიის ქალაქ ბარიში გადაასვენეს.
წმიდა ნიკოლოზი, მიცვალების შემდეგაც, ურიცხვ სასწაულს აღასრულებს.