ირაკლი კობახიძე ძალიან კომპეტენტურია, მე ვაფასებ მის დამოკიდებულებას, მცდელობას და შრომას, რაც საკონსტუტუციო ცვლილებების პროცესში გამოამჟღავნა. ამის შესახებ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა.
როგორც ბუკიკიომ აღნიშნა, ვენეციის კომიიის ისტორიაში პირველი შემთხვევააა, როდესაც ითქვა, რომ ჩვენი რეკომენდაციების გარეშე ცვლილებების მიღება არ მოხდებოდა.
"ვენეციის კომიიის ისტორიაში პირველი შემთხვევააა, როდესაც ითქვა, რომ ჩვენი რეკომენდაციების გარეშე ცვლილებების მიღება არ მოხდებოდა. მე ვაფასებ ირაკლი კობახიძის ამ პოზიციას და მიდგომას. ეს დაპირება ვენეციის კომისიისთვის გამონაკლისი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გულწრფელი იყო, რასაც ვაფასებ. მე სხდომაზეც მადლობა გადავუხადე მას გაწეული საქმიანობისთვის და ყველა მცდელობისთვის",-აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.