"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე და ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი, შაკირა, ერთმანეთს დაშორდნენ. ამ ინფორმაციას ჟურნალი ".elle" ავრცელებს.
პირველად, ეს ინფორმაცია, ერთი თვის წინ გავრცელდა. უცხოეთის პრესა, წერდა, რომ მსოფლიო შოუ-ბიზნესის ყველაზე იდეალურ წყვილს შორის, პრობლემები გაჩნდა, რაც იმ დროს, ფეხბურთელმა, არ დაადასტურა.
წყაროს ცნობით, შაკირამ, ვილა, რომელშიც პიკესთან ერთად ცხოვრობდა, უკვე დატოვა, ამბობენ, რომ მომღერალი, შვილებთან ერთად ბარსელონაში გადავიდა, სადაც მან, ახალი საცხოვრებელი ბინა, ცოტა ხნის წინ შეიძინა. ამის შესახებ, ოფიციალური ინფორმაცია, მალე გავრცელდება.
რამდენიმე თვის წინ კი, სატელევიზიო შოუში, ჟერარმა განაცხადა, რომ მალე ქორწილის ცერემონიის დაგეგმვას აპირებდა. ამბობენ, რომ შაკირას, ფეხბურთელთან ურთიერთობა, მას შემდეგ დაეძაბა, როცა შაკირას კლიპში, მომღერალი, ნიკი ჯემი გამოჩნდა. სავარაუდოდ, პიკემ იეჭვიანა, რადგან ფაქტია, რომ, ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ, ის შაკირას თავის გამარჯვების ჟესტით არ გამოეხმაურა, რომელსაც ყოველთვის შაკირას მიუძღვნიდა ხოლმე.
მიუხედავად ამისა, წყვილი ინფორმაციას არ ადასტურებს, არ არის გამორიცხული, რომ მათი ურთიერთობა კვლავ აღდგეს.
პიკესა და შაკირას ურთიერთობა, 2011 წელს დაიწყო,. შაკირას კლიპის, "Waka Waka"-ს გადაღების დროს, რომელიც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი გახდა. ისინი რამდენიმე ხანი მალავდნენ ურთიერთობას. ერთი წლის შემდეგ კი, წყვილმა, კავშირი აღიარა. 2013 წელს მათ, ვაჟი, მილანი შეეძინათ, 2 წლის შემდეგ კი საშა.