კულტურის სამინისტრომ ქეთი დოლიძის "საჩუქარი" 450 ათასი ლარით დააფინანსა

18:12 10-06-2017
3412

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, კულტურის სამინისტრომ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის პროექტი, საერთაშორისო თეტარალური ფესტივალი "საჩუქრი", რომლის დამაარსებელიც ქეთი დოლიძეა 450 ათასი ლარით დააფინანსა. სამინისტროდან დოლიძის ფესტივალის დაფინანსების ფაქტს "პირველ რადიოსთან" საუბარში ფესტივალის და თეატრის დირექტორი ზურა გეწაძე ადასტურებს. გეწაძის თქმით, ფესტივალს წელს საიუბილეო თარიღი აქვს და მას მისი დამაარსებელი ქეთი დოლიძე ჩაატარებს

"პირველი რადიოს ინფორმაციით, საჩუქარი შესაძლოა თბილისის მერიის ბიუჯეტიდანაც დაფინანსდეს, ან უკვე დაფინანსდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, "პირველ რადიოს" მერიაში განუცხადეს, რომ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან და ის საჯარო წესით უნდა გამოვითხოვოთ. ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თეატრის ანგარიშზე ირიცხება.

"მერიიდან ჯერ თანხა არ არის გადმორიცხული. გადმორიცხულია სამინისტროს ბრძანებით 450 ათასი. ეს თანხა დაიხარჯება მიზნობრივად, არავის ჯიბეში არ წავა, როგორც ბიუჯეტის შესაბამისად არის გაწერილი დაიხარჯება ისე. ფესტივალი "საჩუქარი" არის თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის პროექტი , შესაბამისად ეს პროექტი შევიდა კულტურის სამინისტროში, სამინისტრომ დაამტკიცა და გამოყო თანხები . ეს ფესტივალი ქეთი დოლიძის დაარსებულია , 20 წლის ხდება წელს და რა თქმა უნდა ჩაატერბს და ვალდებულიც არის ჩაატაროს" განაცხადა ზურა გეწაძემ "პირველ რადიოსთან" საუბარში.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულძემ, რომელმაც ასევე დაადასტურა თანხის გამოყოფა. მისივე თქმით, ფესტივალს მისი დამაარსებელი ქეთი დოლიძე ჩაატარებს:

"მისი დაარსებულია ეს ფესტივალი მას აბსოლუური უფლება აქვს ჩაატაროს. თავისთავად ქეთი დოლიძე იქნება . ეს არის ერთ ერთი პროეტქსი თუმანიშვილის თეტარის და ხელმძღვანელი არის ქალბატონი ქეთი. მე არ მქონია მასთან საუბარი. ფესტივალს ჰყავს თავისი დირექტორი ზურა გეწაძე და სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე. ქეთი დოლიძემ თანხმობა განაცხადა, თანხა უკვე გამოყოფილია და ბუნებრივია უნდა ჩატარდეს" განუცხადა გიორგი სიხარულიძემ "პირველ რადიოს"

რაც შეეხება ქეთი დოლიძე. "პირველი რადიო" მასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

თეატრალური ფესტივალი "საჩუქარი" 15 ოქტომბერს დაიწყება და ერთი თვე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალის დამაარსებლის და თუმანიშვილის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის ქეთი დოლიძის კულტურის მინისტრთან უთანხმოების ერთ ერთი მიზეზი სწორედ საჩუქრის დაფინასების საკითხი იყო.

ავტორი: ლილუ მიროტაძე