,,იცით, რა? ამ ქვეყანაში მუშაობს ერთი კანონი – დასმენა ტყუილებით", - ამის შესახებ ქეთი დოლიძემ გაზეთ ,,პრაიმტაიმთან' ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, ის ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, თუმცა სამაგალითოდ დასაჯეს.
,,ჩემთან დაკავშირებით რაც მოხდა, ეს არის ერთი დიდი სრული მარაზმი. მე რომელიც ვიყავი „ქართულ ოცნების“ ერთ-ერთი სახე, შემოვიარე 670 სოფელი, მჯეროდა, რომ სასიკეთოდ მოტრიალდებოდა ყველაფერი და მე ასე სამაგალითოდ დამსაჯეს? რისთვის? დადის მინისტრი და ხან რა ტყუილს ლაპარაკობს ჩემზე, ხან – რა ტყუილს. ერთი ინტერვიუ ვნახე ამას წინათ მისი: მენეჯმენტში რომ ჩავიხედეთ, კატასტროფა დაგვხვდაო... მე ვთქვი, თუ მართლა დახვდა, დაჯდეს ჩემთან, გამომძიებლებთან ერთად პროკურატურაში და ერთად ვნახოთ, რა მაქვს დარღვეული, არაფერი, არასდროს!.. მე ფინანსებთან საერთოდ არ მქონია შეხება. ეს უთხრა ზურა გეწაძემაც", - განაცხადა ქეთი დოლიძემ.