შემოდგომის მოსვლასთან ერთად, საქორწინო სეზონიც იწყება. 7 ოქტომბერს, მაროკოს ცენტრალური სამხრეთ-დასავლეთ ეკონომიკური რეგიონის, ქალაქ მარაქეშაში, მომღერალ ვალერი მელაძის უფროსი ქალიშვილის, ირინას, ჯვრისწერის ცერემონია გაიმართა.
მისი რჩეული, 26 წლის, ნორი ვერგეზე გახლდათ. სტუმრების თანდასწრებით, წყვილმა სამუდამო ფიცი დადო. პატარძალი, რომელიც ულამაზეს საქორწინო კაბაში პოზირებდა, საკურთხეველთან, მამამ მიიყვანა. გამოჩენილი ქართველი მომღერლი, ქალიშვილის ქორწილში ცდილობდა, ცერემონია ქართული ტრადიციების და ადათ-წესების დაცვით წარემართა.
წყვილმა ერთმანეთი, დაახლოებით 10 წლის წინ, კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო, იანვარში, სამოქალაქო ქორწინება ჰქონდათ, რასაც მხოლოდ მათი მეგობრები ესწრებოდნენ.
ჯვრისწერის ადგილი, წყვილმა, ქალაქი მარაქეში აირჩია, სადაც ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, სტუმრები და მეგობრები, რამდენიმე დღით დარჩნენ.
პატარძლის მამამ, ცნობილმა მომღერალმა, ვალერი მელაძემ, ქორწილში, წყვილს, რამდენიმე მისი საუკეთესო სიმღერა მიუძღვნა.
ცერემონიას, მომღერლის პირველი ცოლი, ირინა ესწრებოდა, მეჯვერეები კი, ინგას საკუთარი დები, 18 წლის სოფიკო და 15 წლის არინა იყვნენ.