ინგა გრიგოლიას ქალიშვილმა გუშინ ჯვარი დაიწერა და ხელი მოაწერა. ქორწილი მცხეთაში რესტორან „გუჯარში“ შედგა. მარის და ნიკუშას ქორწილში ლევან ჯიბღაშვილმა „აჭარული“ იცეკვა. გთავაზოვბთ ვიდეოს.
შეგახსენებთ, რომ მარი გრიგოლიამ და ნიკუშა გამეზარდაშვილმა ერთმანეთი მეგობრების წრეში გაიცნეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთით თავიდანვე მოიხიბლნენ, 4 წლის შემდეგ გადაწყვიტეს, ამ ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიეცათ. ნიშნობა ზღვისპირეთში, კვარიათში, ძალიან ლამაზ გარემოში შედგა. ერთი პროფესია (იურისტი) და ერთი ასაკი (27 წლის) აქვთ. როგორც მარიამი ამბობს, ხასიათიც ერთნაირი აქვთ.