ქეთი დოლიძე: "არ მინდა, რომ ნინელი ჭანკვეტაძემ ჩემი სპექტაკლების თამაში გააგრძელოს"

12:37 10-09-2017
5905

"არ მინდა, რომ ნინელიმ ჩემი სპექტაკლების თამაში გააგრძელოს" - ამის შესახებ ქეთი დოლიძემ ,,პრაიმტაიმს" განუცხადა. მისი თქმით, ის მორალურად არ არის მზად, რომ თუმანიშვილის თეატრში მისი სპექტაკლები იყოს. 

"რამდენჯერ გვიჩხუბია რეპეტიციებზე, მეორე დღეს მივდიოდით და ვაგრძელებდით მუშაობას, ისევ ერთად ვიყავით, ერთ დიდ ოჯახად. თურმე... ამდენი წელი ამდენი ქვა როგორ გიდევს უბეში? ამდენი ხანი მოვდივართ, ამდენი ბედნიერება, ამდენი სიხარული... ამიტომ მე არ მინდა, რომ ნინელიმ ჩემი სპექტაკლების თამაში გააგრძელოს, მორალურად არ ვარ მზად იმისთვის, რომ საერთოდ ამ თეატრში იყოს ჩემი სპექტაკლები, ეს არის ჩემი სისხლი და ხორცი, აღარ მინდა, არ მივალ რეპეტიციებზე. თვითონ ყოველთვის ამბობდა ისიც და ყველა მსახიობი, შენ რომ არ დგახარ აივანზე, შენ რომ არ ხარ თბილისში, ვერ ვიტანთ ისეთ თამაშსო. ახლა? აღარ ითამაშებენ და მორჩა. აგერ, ტყემალაძე დაუდგამთ „მაცეკვე ტანგოს“ გაგრძელებას, სიხარულიძე დაუდგამთ, ალბათ, „ვეფხვი და მოყმეს“ მეორე ნაწილს... დიახაც, ვიქნები დაუნდობელი. ტელეფონში რომ ველაპარაკებოდი, ნინელი, გაიგე, რა ხდება ჩვენთან? საერთოდ, საიდან გაჩნდა ეს სიხარულიძე-მეთქი და უცებ აყვირდა. დიახ, შენ აბა, რა გგონია, ნული გაქვს შანსიო... ახლა რომ ამბობს, დამიმონტაჟესო. მე რომ მელაპარაკებოდა ტელეფონზე ხმამაღლა, ჩემს შვილს ესმოდა, კინაღამ გული რომ გამისკდა... მაშინაც დაუმონტაჟეს? რას ჰქვია, ნული მაქვს შანსი? დიახ, შენ მინისტრს დაუპირისპირდი, მინისტრი ლანძღე, რა გინდა ახლა, რამდენჯერ უნდა გასწავლო ჭკუა და დაგიცვაო!.. აი, ამის შემდეგ დავამთავრე ეს ეტაპი ჩემი ცხოვრების! მორჩა! ყველაფრის პატიება არ შეიძლება", - განაცხადა ქეთი დოლიძემ.