მეგან ფოქსმა მის ვაჟს კაბის ჩაცმის ნება დართო - "ისე მოიქცეს, როგორც მას სურს. ეს მისი ცხოვრებაა და არა ჩემი"...

14:49 10-09-2017
1872

მსახიობი, მეგან ფოქსი, მისი ვაჟის ჩაცმულობის გამო, კიდევ ერთხელ მოექცა, საზოგადოების ყურადრების ცენტრში. პაპარაცებმა, ოჯახი, ლოს-ანჟელელსის ქუჩებში სეირნობის დროს დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ  მისი უფროსი ვაჟი, ნოა,  ისევ კაბაში გამოწყობილი დადის. ამ ეტაპზე ბიჭს, მულტფილმის, „ცივი გულის“ გმირის,  პრინცესა ელზას კაბა აცვია. ამ საკითხთან დაკავშირებით კრიტიკას, მორგან ფოქსი, არ იღებს.   

 " მე რელიგიურ ოჯაში, მკაცრი რეჟიმის ქვეშ ვარ აღზრდილი, ამიტომ  მსურს, ჩემი შვილები  თავისუფალად და დამოუკიდებლად იზრდებოდნენ. ჩვენს ოჯახში, არ არსებობს არანაირი განსაზღვრული წესები და კანონები, როგორც ჩემს ვაჟს, ნოას სურს, მე მის არჩევანს, მივესალმები - ამბობს მეგანი.

"ეს მისი პირადი საქმეა. მე უფლებას ვაძლევ  ნოას, რომ ის გააკეთოს და ისე მოიქცეს, როგორც მას სურს. ეს მისი ცხოვრება და მისი ჩაცმის სტილია და არა ჩემი" - ამბობს ნოას მამა, ბრაიან ოსტინ გრინი - ის სრულიად ეთანხმება მეგანის გადაწყვეტილებას. 

შეგახსენებთ, რომ წყვილს 3 ვაჟი, 4 წლის ნოა, 3 წლის ბოდჰი და 1 წლის ჯორნი ჰყავს. ცოტა ხნის წინ კი მსახიობმა აღიარა, რომ გრინი, ოცნებობს, რომ მეგანმა ქალიშვილი გაუჩინოს. . 

ავტორი: რუსა ღვანიძე