ვერტმფრენებისა და სამაშველო ტექნიკის შეძენას 20 მილიონი ლარი მომხარდება

15:26 10-09-2017
107

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ვერტმფრენებისა და სამაშველო ტექნიკის შეძენას 2018 წლის პროექტით, 20 მილიონი ლარი მომხარდება. 

„გარკვეული თანხების მობილიზებას ვახორციელებთ იმისთვის, რომ მოხდეს შესყიდვები, თუმცა, კონკრეტულად, 20 მილიონში რამდენი ვერტმფრენის და რამდენი მანქანის შეძენას შევძლებთ, ზუსტად არ ვიცით, რადგან მიმდინარებს სამუშაოები“, - განაცხადა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გიორგი კაკაურიძემ.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 605-მილიონი ლარი.