აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ადვომატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა და მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ საქართველოს პარლამენტს აფგან მუხტარლის გატაცების საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართეს.
შესაბამისი განცხადება, ადვოკატმა პარლამენტში დღეს შეიტანა. აფგან მუხტარლის ადვოკატის თქმით, ჟურნალისტის დაკავებიდან უკვე 5 თვეზე მეტი გავიდა და ჯერ ოფიციალურ უწყებებს მომხდართან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები არ გაუციათ. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მუხტარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს, თუმცა მაინც აქვს მოლოდინი, რომ პარლამენტისგან პასუხს მიიღებს.