ნატალი პორტმანი პირველად გამოჩნდა ბენჯამინ ფრანკლინთან ერთად, მშობიარობის შემდეგ

16:13 10-09-2017
864

2017 წლის მარტში, ნატალი პორტმანს და ბენჯამინ ფრანკლინს, მეორე შვილი შეეძინათ. მათ ქალიშვილს, ამალია დაარქვეს. წყვილი, რამდენიმე ხანი გაურბოდა რეპორტიორებს და ფოტო კამერებს. მხოლოდ, ერთი თვის შემდეგ, გამოაქვეყნეს, შვილის ფოტო სოციალურ ქსელში. ამ ხნის განმავლობაში, ნატალი, საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა. ამბობდნენ, რომ ჩვეულ ფორმაში ჩადგომას ცდილობდა.

პირველად, მსახოიბი, პუბლიკის წინაშე, მეუღლის გარეშე გამოჩნდა, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. თვლიდნენ, რომ წყვილის ურთიერთობა კრიზისული იყო.

ჟურნალ "elle" - ს ინფორმაციით, გუშინ, ეს ხმები, საბოლოოდ  დაიმსხვრა, როცა ლოს-ანჟელესში, წყვილი ერთად დააფიქსირეს. ისინი ბედნიერად გრძნობდნენ თავს და ფოტოსესიაზეც მხიარულად პოზირებდნენ. 

 ნატალი, შავ კაბაში გამოწყობილი, ბრილიანტის სამაჯურით პოზირებდა, ბენჯამენი კი, კლასიკურ სტილში, ჰალსტუხით და კედებით.

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე