"მისმა უწმინდესობამ დალოცა და აკურთხა ახლადშექმნილი ოჯახი! ორივეს ხომ შვიდ - შვიდი დედმამიშვილი ჰყავს!" - დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილი გათხოვდა

17:50 10-09-2017
1003

ქართველი პოლიტიკოსის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილი, ელენე ლორთქიფანიძე გათხოვდა. მისი რჩეული, მორაგბე, სანდრო მერკვილიშილია.  ცნობილია, რომ ცნობილი პარლამაენტარი, 8 შვილის მამაა. როგორც გაირკვა, სანდროსაც, 7 დედმამიშვილი ჰყავს. დიმიტრი ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წყვილს, ოჯახის შექმნას ულოცავს და მისალოც პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს

"ელენეს და სანდროს ბედნერების დღე! ჯვრისწერამდე ერთი საათით ადრე, მისმა უწმინდესობამ, დალოცა და აკურთხა ახლადშექმნილი ოჯახი! ორივეს ხომ შვიდ - შვიდი დედმამიშვილი ჰყავს!) ღმერთმა დაგლოცოთ!"- წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ელენე ლორთქიფანიძეს, მორაგბე, სანდრო მერკვილიშვილმა, ერთ-ერთი მატჩის დაწყებამდე, საცოლეს ხელი, სწორედ რაგბის მოედანზე სთხოვა.

იხ.ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე