"ქართული მარშის" ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი აცხადებს, რომ ისურვებდა თბილისის მერად ქალაქელი აერჩიათ. ამის შესახებ კორკოტაშვილმა "იბერიას" თოქშოუში "ცენზურის გარეშე" განაცხადა.
"როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქალაქის მერად დავით ნარმანია წამოაყენა, პირველი გამოვედი და ვთქვი, რომ ჩემი ქალაქის მერად ქალაქელს ვისურვებდი. რადგან ბიძინამ წააყენა, ბევრ რამეში წინ გადაწია ის საკითხები, რაც "ნაციონალური მოძრაობის" სიბნელიდან გამოსვლა ქვია", - განაცხადა კორკოტაშვილმა.
მისი თქმით, ნარმანია ბევრ ადამიანს გვერდშიც დაუდგა, რაც საკუთარი თვალით აქვს ნანახი.
"დათო ნარმანიაზე ცუდს ვერ ვიტყვი. როგორც თბილისელი, მე იმ თბილისელის რა ვტქვი, საკუთარი მერით რომ კმაყოფილი იყოს", - განაცხადა კორკოტაშვილმა.