"ქართველთა მარშის" ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი ფიქრობს, რომ თბილისის მერს დავით ნარმანიას პიარი აკლდა. ამის შესახებ კორკოტაშვილმა "იერიას" თოქშოუში "ცენზურის გარეშე" განაცხადა.
"როგორც მეგობარს, დავით ნარმანიას მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ცუდი პიარი ჰყავდა. მახსოვს ჭიაბერაშვილის დროს, ბატონი გიგი უგულავას დროს როგორ იყო. პატარა რაღაცას ჩააგდებდნენ და მერე 15 ათასი ტელევიზია ნასოსით ბერავდა. მიშას დროს როგორც იყო რა. თორემ ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა", - განაცხადა კორკოტაშვილმა.