შვედეთის სამეფოს პრინცმა, კარლ ფილიპმა და პრინცესა სოფიამ, პირველად გამოაჩინეს შვილის ფოტო

15:14 10-10-2017
624

შვედეთის სამეფოს პრინცი კარლ ფილიპი და პრინცესა სოფია, აგვისტოს ბოლოს, მეორედ გახდნენ მშობლები. წყვილს, ვაჟი, გაბრიელ კარლ ვალტერი შეეძინათ. 2017 წლის 1 დეკემბერს, სამეფო სასახლეში დაგეგმილია, გაბრიელის ნათლობის ცერემონია.

რამდენიმე ხნის წინ, პრინცმა და პრინცესამ, ოჯახური ფოტო, წლინახევრის აქექსანდრესთან და ერთი თვის, გაბრიელთან ერთად გამოაქვეყნა, 

ჟურნალ "ELLE"-ს ინფორმაციით, ფოტო, სამეფოს პირად ფოტოგრაფს, ერიკ გერდმანს ეკუთვნის. ბავშვების ფოტოკოლაჟი, უკვე სამოფო ოჯახის ტრადიციად იქცა, რომელიც მალე გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში.   

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ყველას ვინც ჩვენი შვილის, გაბრიელის, დაბადება მოგვილოცა. ვაფასებთ, თქვენს კეთილგანწყობას და ,ჩვენი ბედნიერების გაზიარებას" - განაცხადა პრინცმა.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოებზე, ნათლად ჩანს, რომ სამეფო ოჯახი, სკანდინავიური ბრენდების დიზინის სტილს ანიჭებს უპირატესობას:

- 32 წლის პრინცესა სოფია, შვედური ფირმის, "Veronica Virta"-ის,  კარლ ფილიპი - ოსკარ იაკობსონის, გაბრიელი - ნორვეგიული ფირმის "Lillelam"ის, ხოლო ალექსანდრე - "Gant"-ის ფირმის დიზაინის სამოსში პოზირებენ. 

შეგახსენებთ, რომ პრინცი კარლ ფილიპი და ყოფილი მოდელი სოფია ჰელკვისტი, 2010 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს. 2015 წლის 13 ივნისს, კი, წყვილმა, სამეფო სასახლის ტაძარში, ჯვარი დაიწერა. ერთი წლის შემდეგ, 2016 წლის აპრილში, კი,  პირველი შვილი, ალექსანდრე, შეეძინათ.

ქალების გულთამპყრობელი, მომხიბვლელი კარლ ფილიპი არაერთხელ დაასახელეს ყველაზე სასურველ სასიძოდ. შთამბეჭდავ ტიტულთან ერთად ქალბატონებს მისი გარეგნობა ხიბლავთ. 2008 წელს ჟურნალ Forbes-ის რეიტინგში, "20 ყველაზე ცეცხლოვანი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი", საპატიო ათეულში შევიდა. როგორც დასავლური პრესა წერდა, 35 წლის სექსუალურმა პრინცმა ბევრ გოგონას დაწყვიტა გული, როდესაც, 13 ივნისს, მოდელზე, სოფია ჰელკვისტზე  იქორწინა. 

იხ. ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე