საკრებულოს შენობასთან იმყოფება "პარტიზანი მებაღეების" წარმომადგენელი ნატა ფერაძე, სადაც ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. ის ადგილზე შეკრებილ ადამიანებთან ერთად, საკრებულოს შენობაში შესვლას ითხოვს. მისი თქმით, საკრებულოს სხდომა დღეს უკანონოდ დაიხურა.
„ეს კანონის მიხედვით ნიშნავს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც ასე უკანონოდ დაკეტილ სხდომაზე მიიღებენ, ჩაითვლება უკანონოდ და ეს გასაჩივრდება სასამართლოში. ასე, რომ ჩვენ გვაწყობდა საქმის ასეთი მოტრიალება,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.
"პარტიზანმა მებაღემ" საკრებულოს თავმჯდომარეს ისევ შუა თითი უჩვენა.