საკრებულოს სხდომიდან ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი ნადირაძე გააძევეს - ვიდეო

17:00 10-10-2017
183

თბილისის საკრებულოში სხდომა დაიწყო. სხდომაზე  ოპოზიციამ გიორგი ალიბეგაშვილს მოსთხოვა განემარტა, თუ რა პრინციპით არ მისცეს პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სხდომაზე დასწრების უფლება. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი ნადირაძე სხდომიდან გააძევეს.

"საკრებულო დეპუტატები გაგყავართ შენობიდან ეს არის თქვენი კანონი? ეს არის თქვენი სირცხვილი " - ამბობს ირაკლი ნადირაძე.