რაც საკრებულოსთან ხდება, არის "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაცია - სოფიო კილაძე

17:04 10-10-2017
197

რასაც ისინი აკეთებენ 2012 წლის შემდეგ და განსაკუთრებით ბოლო დღეების მოვლენები, არის "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაცია -ასე ეხმაურება პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი სოფიო კილაძე თბილისის საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხვა ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია აერია და ახლა სხვა ხერხს მიმართა, რომ ამ პროვოკაციებით იქნებ გამოიწვიონ ხელისუფლება, იქნებ დაარბიონ.

"ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი სამართალდამცავები არიან მოწოდების სიმაღლეზე და დარწმუნებული ვარ ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში. ამას არ ექნება არავითარ გაგრძელება, ისეთი, როგორიც "ნაციონალურ მოძაობას" სურს",- განაცხადა კილაძემ. 

შეგახნსებთ, რომ თბილისის საკრებულოსთან "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინაროებს. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თაბორის მთასა და პუშკინის სკვერთან ტერიტორიების, სიმბოლურ ფასად გადაცემას აპროტესტებს.