საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ხელისუფლებასსურს მიიღოს კონსტიტუცია, რომელიც არავისთან არ იქნება შეთანხმებული.
გიგი წერეთელი პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის ნაწილზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს შეთანხმების დოკუმენტი.
"ხელისუფლებას აქვს მიზანი, რომ აჩვენოს ძალა და მიიღოს კონსტიტუცია იმგვარად, რომ არ იყოს გათვალისწინებული ოპოზიციის, საზოგადოების, პრეზიდენტის შენიშვნები და აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა, რომ იყოს პროპორციული არჩევნები, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და ზოგადად კონსტიტუცია იყოს შეთანხმების დოკუმენტი და არა დოკუმენტი, რომელზეც მუდმივად იქნება უთანხმოება და უსიამოვნებები პოლიტიკურ სივრცეში",- განაცხადა გიგი წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის 6 საკითხს ვეტო დაადო. უმრავლესობის წევრები კი აცხადებენ, რომ ისინი ვეტოს დაძლევას იმუშავებენ.