საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე საკრებულოსთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ
რასაც ოპოზიციის წევრები ქონების ერთ ლარად გადაცემას ეძახიან, რეალურად არის მილიარდიანი ინვესტირების განხორციელება.
მისი თქმით,
აქციის მონაწილეები ამას უშლიან ხელს, ისინი უშლიან ხელს ეკოლოგიას, სამუშაო ადგილებს, ახალ პროექტებს და თბილისის ახალ სავიზიტო ბარათს.
"თუ ისინი ასე აპირებენ ამომრჩევლის გულის მოგებას, რა თქმა უნდა ამ სვლას პოზიტიურ და სწორ სვლას ვერ შეუფასებენ.
ნებისმიერი აქცია, რომელიც პროგრესის ჩაშლისკენ არის მიმართული, უნდა აღიკვეთოს",- განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება დეპუტატების საკრებულოს შენობაში არ შეშვებას, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს დეპუტატები აანონსებდნენ, რომ მათი ქმედება მიმართული იქნებოდა საკრებულოს სხდომის ჩაშლისკენ.
"ამ მიზნის წინასწარ დაანონსების შემთხვევაშიმ მგონია, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება იყო სწორი",- აღნიშნა მდინარაძემ.