"დღეს იყო ძალადობა ქართველ ხალხზე საკრებულოს ერთი მუჭა ჭიაღუა დეპუტატების მხრიდან" - გოცირიძე

17:57 10-10-2017
154

მე მეოთხედ ვარ დეპუტატი და არ მახსოვს, რომ დეპუტატი არ შეეშვათ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს.

მისი შეფასებით, ის, პარლამენტის დეპუტატები არ შეუშვეს საკრებულოს სხდომაზე, არის წარმოუდგენელი თავხედობა, სირცხვილი ამ უმრავლესობის, რომლებმაც დებუტატის კონსტიტუციური უფლება გათელეს ფეხქვეშ.

"ეს არის ოლიგარქიული მმართველობის შედეგი. ამ უმრავლესობასაც არ შეუშვეს საკრებულოში თუ იმ ერთი ადამიანის სურვილი არ იქნება. დღეს იყო ძალადობა ქართველ ხალხზე საკრებულოს ერთი მუჭა ჭიაღუა დეპუტატების მხრიდან",- განაცხადა რომან გოცირიძემ.