აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველი ქორწინება, 1977-1991 წლებში, 14 წელი გრელდებოდა. ტრამპის პირველი მეუღლე, ჩეხი სპორტსმენი, მოთხილამურე, ივანა მარი ზელნიჩკოვა იყო. წყვილს 3 შვილი ჰყავთ. ტრამპის პირველი მემკვიდრეები, დონალდ-უმცროსი, ივანკა და ერიკი.
მათი ქორწინების დასასრულის მიზეზი, ტრამპის, მარლი მეილისთან სასიყვარულო რომანი იყო, რომელიც ბიზნესმენის, მეორე ქორწინებით დასრულდა. ტრამპთან განქორწინების შემდეგ, ივანა, ტელეშოუს წამყვანი გახდა, მაგრამ ამავე დროს აქტიურად ქმნიდა სენტიმენტალური რომანების კრებულს.
ჟურნალ "ELLE"-ს ინფორმაციიტ, ტრამპთან დაშორების 26 წლის შემდეგ, ივანამ მემუარების კრებული გამოსცა. წიგნი, სახელწოდებით „ტრამპების აღზრდაში“, დღეს აშშ-ი, მაღაზიის დახლებზე უკვე გამოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ივანას ყოფილი ქმარი, ცნობილი ბიზნესმენი და აშშ-ის პრეზიდენტია, წიგნში, მისი სახელი, ნაკლებად არის მოხსენიებული. ივანკა წიგნში, ძირითადად, ბავშვების აღზრდაზე, დედობის საიდუმლო და სასარგებლო რჩევებზე და მათ სირთულეებზე მოგვითხრობს.
„მე მკაცრი, მაგრამ მოსიყვარულე დედა ვიყავი, რომელმაც, შვილებს "დოლარის ფასი" ასწავლა, არ მოიტყუო, არ დააბეზღო, ერთმანეთს პატივი ეცით“- წერს ივანა.
დონალდ ტრამპის შესახბ, ივანა წერს: „ განქორწინების პროცესის დროს, ის საკმაოდ მკაცრი იყო. როგორც ბიზნეს-შეთანხმება, ისე წარმართა ეს პროცესი. წაგება არ იცის, მან მხოლოდ უნდა მოიგოს“.
2016 წლის რესპუბლიკური პარტიის ნაციონალურ ყრილობაზე, სადაც ჩემი შვილები სიტყვით გამოდიოდნენ, ამერიკის უამრავმა მოქალაქემ გამოთქვა შთაბეჭდილება, ჩემი შვილებთან დაკავშირებით. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა მშობლისთვის, როცა ხედავ, შენი შვილების წარმატებებს. ჰილარი კლინტონმა, გასული წლის საპრეზიდენტო დებატების დროს აღნიშნა, რომ შვილები, დონალდ ტრამპის კარიერაში, ყველაზე დიდი და მთავარი მიღწევაა. „მე ვაფასებ დონალდ ტრამპის შვილებს, ისინი უაღრესად ნიჭიერები და ჭკვიანები არიან". - ამბობს კლინტონი..
მე ვფიქრობ, რომ დონალდ-უმცროსის, ივანკას და ერიკის მსოფლიო დონის წარმატება, ჩემი დამსახურებაა. მე მათი აღზრდის პასუხისმგებლობა, განქორწინებამდეც და მის შემდეგაც, საკუთარ თავზე ავიღე. როცა ბავშვებმა კოლეჯში სწავლა დასრულეს, მე დონალდს ვუთხარი: - "ისინი უკვე მზად არიან დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის, უკვე დადგა ის პერიოდი, როცა მათ აღზრდაზე, შენ უნდა იზრუნო“.
შეიძლება დონალდი არ იყო კარგი ქმარი, მაგრამ , სამაგიეროდ, კარგი მამა იყო. ბავშვებს მისი სჯერათ და პატივს სცემენ. თუკი დონალდს სურვილი გაუჩნდება, რომ მამების შესახებ წიგნი დაწეროს, მე მოხარული ვიქნები და სიამოვნებით წავიკითხავ, მაგრამ ეს ეს ჩემი წიგნია, სადაც ვწერ, როგორც მესმის დედობა". - წერს ივანა ტრამპი.