"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შაბათს მასშტაბური აქციას აანონსებს

18:19 10-10-2017
169

„დღეიდან პუშკინის სკვერი არის ივანიშვილის გარაჟი და ბოტანიკური ბაღი - ივანიშვილის პირადი ბოსტანი. ეს გააკეთა საკრებულოს ქართულმა ოცნებამ,“- ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა გააკეთა.

ზალიკო უდუმაშვილმა შაბათს, 14:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა.

„ეს ადგილი აღარ არის პუშკინის სკვერი. საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ამ ადგილს ჰქვია "ბიძინა ივანიშვილის პირადი გარაჟი". ეს გადაწყვეტილება თბილისის სამარცხვინო უმრავლესობამ მიიღო,“ - აღნიშნა ზალიკო  უდუმაშვილმა.

ზაალ უდამაშვილის განცხადებით, საკრებულოს შენობასთან დღევანდელ აქციაზე დაკავებულია მათი ათამდე თანამებრძოლი, რომელთა ადგილსამყოფელი უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისში მიწების გადაცემას აპროტესტებს.