ასეთი დიდი მხარდაჭერა რომ არ მოეპოვებინა ლადო ჭანტურიას კანდიდატურას, მაშინ კენჭისყრა დღეს გაგრძელდებოდა, - განაცხადა სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.
„პირველ რიგში, მინდა მას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ამ თანამდებობაზე არჩევა. ასეთი დიდი მხარდაჭერა იმის გამომხატველია, რომ ჩვენი მხრიდან წარდგენილი იყო შესაბამისი კანდიდატურები და საპარლამენტო ასამბლეამ ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე მიიღო თავისი გადაწყვეტილება",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, საშემოდგომო სესიაზე,საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედლადო ჭანტურია აირჩია. მის კანდიდატურას საპარლამენტო ასამბლეის 120 წევრმადაუჭირა მხარი.
ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოდანწარდგენილი იყვნენ: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში.