საკრებულოსთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

11:12 10-11-2017
114

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება. დაკავებულებს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ. დაკავევბულია 12 ადმაიანი, მათ შორის არის ვაკისა და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატები.

შეგახსენებთ, რო  საკრებულოს შენობასთან გუშინ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისის ცენტრში მდებარე ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებდნენ. თაბორის მთასა და პუშკინის სკვერში დაგეგმილ სადავო პროექტებს მოგვიანებით საკრებულოს უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა.