მეუფე გრიგოლი - სინოდის სხდომა გუშინ დაინიშნა, როგორც ჩანს, რაღაც საგანგებო შემთხვევაა

11:51 10-11-2017
123

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომისთვის მღვდელმთავრები იკრიბებიან. როგორც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისთვის სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები უცნობია. 

„განსახილველი საკითხები არ ვიცი და დარწმუნებული ვარ, მღვდელმთავრებმაც არაფერი იციან, ალბათ შემდეგ გავიგებთ. ფაქტია, რომ გუშინ გამოცხადდა სინოდის შესახებ და დღეს მოგვიწია მოსვლა. ალბათ ბევრი ვერც იქნება სინოდზე, როგორც ჩანს, რაღაც საგანგებო შემთხვევაა. ვნახოთ, უწმინდესი გვეტყვის“,- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.