დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა, - ასეთი კომენტარი გააკეთა საპატრიარქოსთან ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა განიხილონ მისი საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე. მეუფეს განმარტებით მისთვს, უცნობია რა საკითხების განხილვა მოხდება სინოდის სხდომაზე.
"სამწუხაროდ ჩემთვის არ არის ცნობილი რა საკითხებზე იქნება მსჯელობა. შევთხოვ უფალს, სულიწმიდა უძღოდეს წმინდა სინოდის სხდომას. ღირსეულად ობიექტურად, მიუკერძოებლდ და სამართლიანად ჩატარდეს", - განაცხადა მეუფე პეტრემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს საპატრიაქროში წმინდა სინოდის სხომა გაიმართება. ჯერჯერობით უცნია თუ რა საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელებენ სინოდის სხდომაზე.