დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ საკრებულოსთან გამართულ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მინისტრმა განაცხადა, პოლიტიკოსები, თუ მათი მხარდამჭერები, რომელთა მიზანია, რომ პროცესი ჩაშალონ და მოაწყონ დებოში, ბუნებრივია, კანონის შესაბამის ჩარჩოებში.
„ადმინისტრაციული პროცესის ღიაობა არ ნიშნავს, რომ მთელი ქალაქი შეიძლება მივიდეს ერთგან მითუმეტეს, როცა მათი მიზანია, დებოშის მოწყობა და პროცესის ჩაშლა. ზოგადად, საკრებულოს სხდომა იყო ღია, ყველას ჰქონდა ნახვის საშუალება იმის, რაც იქ ხდებოდა, იქ ესწრებოდნენ ჟურნალისტები, იქ იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ასე რომ, პროცესის ღიაობაზე ეჭვს ვერავინ შეიტანს. პოლიტიკოსები, თუ მათი მხარდამჭერები, რომელთა მიზანია, რომ პროცესი ჩაშალონ და მოაწყონ დებოში, ბუნებრივია, კანონის შესაბამის ჩარჩოებში უნდა მოექცნენ და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პოლიციას, რომელმაც ეს უზურნველყო, მაგრამ განსაკუთრებით ცინიკურია განცხადებები პოლირტიკოსების, რომლებიც ამბობენ, რომ როდის ყოფილა, როდესმე პოლიტიკოსის პოლიტიკურ პროცესში დაკავება მომხდარიყო, გუშინ დაკავება იყოს კანონის ფარგლებში, თუმცა კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წელს და მანამდეც, როცა ჯარიც კი გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეების დასაკავებლად. ასეთი იყო მაგალითად, მესტიაში, როდესაც „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის კახა ჟორჟოლიანის დაკავება ვერ მოახერხა პოლიციამ, გამოიყვანეს მის დასაკავებლად საქართველოს შეირაღებული ჯარები, რომელთა დანიშნულებაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა, სრულიად სხვა სფეროში და ეს არასდროს განმეორდება, ეს კარგად დაიანახა საზოგადოებამ. ამას კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს საზოგადოებას და ოპონენტებს არჩევნებში, დავანახებთ კიდევ ერთხელ, ვის აქვს ნდობა“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.