ანაკლიის პორტის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დაიწყება - ალავიძე

13:17 10-11-2017
110

ინსფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს, რაც ქვეყანას მისცემს საშუალებას, მთლიანი სატრანზიტო პოტენციალი გამოიყენოს.

როგორც ალავიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დაიწყება. 

„როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს ანაკლიის პორტის მშენებლობას. ამ პორტის აშენება მოგვცემს საშუალებას, გამოვიყენოთ მთელი სატრანზიტო პოტენციალი. პორტის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს. დასრულდა ერთი ეტაპი, ეკონომიკის სამინისტრომ ბევრი იმუშავა და მივედით იქამდე, რომ უკვე იწყება მშენებლობა დეკემბრის ბოლოს, აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობაც ჩართულია ამ პროცესებში და ეს არის კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტი. ერთი ეტაპი-იურიდიული ნაწილი დავასრულეთ და გადავდივართ მშენებლობაზე, აქედან გამომდინარე, მთავრობის მხრიდან, ეკონომიკის სამინისტროდან რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადმოეცა პროექტი, დავიწყებთ მშენებლობის ფაზაზე მონიტორინგს. პროექტი მიმდინარეობს წარმატებით, საფინანსო ინსტიტუტებთანაც მოლაპარაკებებს კონსორციუმი ახორციელებს წარმატებით“ ,-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე