არავინ არავის ხელებს არ უგრიხავს - ალავიძე საკრებულოსთან გამართულ აქციაზე

13:26 10-11-2017
82

ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აცხადებს, რომ არ თვლის, რომ გუშინდელ აქციაზე საკრებულოსთან ვინმეს უფლებები დაირღვა. ამის შესახებ ალავიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

"წინასაარჩევნო პროცესია და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, თავისი პოზიციის წარმოჩინებას და ასე ვთქვათ, ამაღლებას და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. არავინ არავის აზრის გამოთქმას არ უშლის, ქვეყანაში ყველაფერი ნორმალურად, დინამიურად მიმდინარეობს. არავინ არავის ხელებს არ უგრიხავს, არ ვთვლი, რომ ცუდ და რთულ პროცესებთან გვაქვს საქმე“,- აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

კითხვაზე, უნდა მივიდეს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში, მან ასეთი პასუხი გასცა: „არ ვთვლით, რომ ვინმეს უფლებები დაირღვა“.

ავტორი: ლილუ მიროტაძე