ედიშერ ქარჩავა: ვერ ვიტყვი რომ სხდომა საგანგებოდ ჩაინიშნა

13:41 10-11-2017
93

,, ვერ ვიტყვი, რომ სხდომა საგანგებოდ ჩაინიშნა. წელიწადში ორჯერ იმართება, თქვენ იცით და რიგგარეშე სხდონას ვერ დავარქმევ", - ეს განცხადება საპატრიარქოს ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებთან გაააკეთა.

ედიშერ ქარჩავას თქმით, მისთვის უცნობია ის საკითხები, რომელსაც წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილავენ.
"მე ვმუშაობ საქართველოს საპატრიარქოში და მოვედი იმისთვის, რომ ჩემი სამუშაო შევასრულო. რა საკითხებთან იქნება საუბარი სინოდზე ამის შესახებ სინოდის მდივანი გააკეთებს განვხადებას. ვერ ვიტყვი, რომ სხდომა საგანგებოდ ჩაინიშნა. წელიწადში ორჯერ იმართება თქვენ იცით და რიგგარეშე სხდომას ვერ დავარქმევ. სინოდის სხდომის დანიშვნა არის საქართველოს პატრიარქის პრეროგატივა. მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით საქმის კურსში არავინ არ იყო", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

მისი თქმით, სხდომის დეტალების შესახებ განცხადებას სხდომის მდივანი გააკეთებს. წმინდა სინოდის სხდომა უკვე ერთ მეტია მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია რა საკითხები განიხილება დღეს სხდომაზე. მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, სხდომა საგანგებოდ ჩაინიშნა.