დოლიძის თქმით, ბათუმის კონფერენციას ნატო-ს ექსპერტები, მათ შორის ჯეიმს აპატურაი დაესწრება

14:11 10-11-2017
86

ევროინტეგრაციის მინსიტრის ვიქტორ დოლიძის თქმით, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მომავალ კვირასაა დაგეგმილი, თავდაცვის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ტრადიციად იქცა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

"ვფიქრობ, ძალიან კარგი, ღირებული კონფერენციაა, მაღალი დონის კონფერეციაა, სადაც ჩამოდიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან თავდაცვის მინისტრები, მათი მოადგილეები, ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები, სადაც გვენქნება იმის საშუალება, რომ ვისაუბროთ ისეთ თემებზე, როგორიც არის შავი ზღვის უსაფრთხოება, და მისი ერთეულის გაძლიერება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, მისი ჰარმონიზაცია ნატო-სთან და მათ შორის ნატო-ს ექსპერტები იქნებიან და ბატონი ჯეიმს აპატურაი იქნება დამსწრეთა შორის. რა თქმა უნდა პოლიტიკური თემები, მათ შორის ქვეყნის შგნით მიმდინარე რეფორმები, და დაგეგმილი ღონისძიებები, როგორც საერთო ევროპული თუ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის თალსაზრისით",- განაცხადა მინისტრმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე